სიახლეები

7 ივნისს, ქალაქ ამბროლაურში, გეპატიჟებათ ,,მდგრადი განვითარების ფესტივალი 2019"

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის / Leave No One Behind“, ხოლო მისი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში. გაეროსთან ერთად ფესტივალის მხარდამჭერები და მონაწილეები არიან გაეროს პარტნიორები და დონორები - საქართველოს მთავრობა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის, ავსტრიის, შვედეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და სხვა.
გთავაზობთ ფესტივალის დღის წესრიგს :
11:00-12:00 ფესტივალის გახსნა -ამბროლაურის აეროპორტში
 11:00-11:10 მისალმება
 ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
 არჩილ ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული- ამბროლაურის აეროპორტი
11:10-12:00 საუბრები მდგრად განვითარებაზე
მომავლის პორტალი - რობოტიქსი მოზარდებისთვის, პრაქტიკული სადემონსტრაციო სემინარი. წამყვანი: ნანა დიხამინჯია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
 საუბრები რაჭის განვითარების პერსპექტივებზე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. წამყვანი: ნინო ნანიტაშვილი, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი -ამბროლაურის აეროპორტი
14:30-17:00 ფესტივალის ღონისძიებები ამბროლაურის ცენტრში
 14:30-16:40 ლოკაცია 1: წყალდიდობის პრევენცია კლიმატის ცვლილების საუკუნეში (SDG 13) ხიდი მდინარე რიონზე ამბროლაურის მთავარი მოედნის გვერდით 
ლოკაცია 2: სპორტული ღონისძიება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (SDG 3)
მასტერკლასები საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებთან და ტაეკვანდოში საქართველოს ჩემპიონთან ერთად სპორტული სკოლის მოედანი 
ლოკაცია 3: გენდერული თანასწორობა, თანაბარი შესაძლებლობები გოგონებისა და ქალებისთვის (SDG 5)
 “იყო ერთი გოგო“ - ფოტო-გამოფენა და წიგნის კითხვა საბავშვო ბიბლიოთეკა
ლოკაცია 4: გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა (SDG 15) სკვერი საბავშვო ბიბლიოთეკასთან
ლოკაცია 5: მომავლის პორტალი - რობოტიქსი მოზარდებისთვის, პრაქტიკული სადემონსტრაციო სემინარი. წამყვანი: ნანა დიხამინჯია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი - მე-2 საჯარო სკოლა
მე-2 სართული
16:40 – 17:00 გენდერული თანასწორობა - მოზარდი გოგონების გაძლიერება (SDG 5)
 „გოგონები მომავლიდან“ - დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა
„იავნანა ლილისთვის“ - წიგნის კითხვა ავტორთან, ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად; კამპანია „კაცები ზრუნავენ“ -მე-2 საჯარო სკოლა
1-ელი და მე-2 სართული
17:00-20:30 ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება - მე-2 სკოლის მიმდებარე სტადიონზე
17:00-17:40 ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა
ასევე:
• ადამიანის უფლებების კუთხე - ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავის აღნიშვნა
• ბავშვთა უფლებების კუთხე - ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 30 წელი
• მიგრაციის კუთხე - მიგრანტების უფლებები და გამოწვევები
• ოჯახური ძალადობის პრევენცია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის 112 ახალი მობილური აპლიკაციის წარდგენა
 ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიიღებს სტუმრებს 16:30-18:00 საათზე- მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე სტადიონი
 18:00-18:30 მდგრადი განვითარების ფესტივალის საზეიმო ღონისძიება
წამყვანები: მსახიობი და ტელე-წამყვანი კახა კინწურაშვილი, და ეტლით მოფარიკავე, საქართველოს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში ირმა ხეცურიანი, (tbc)
ოფიციალური მიმართვები:
 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე (tbc)
 საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი
 გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი -ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე სტადიონი
18:30-20:00 კონცერტი
ჯგუფი „ძირიანი“, აჩიკო ნიჟარაძე, სალომე ბაკურაძე და ბევრი სხვა -მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე სტადიონი
 20:00-20:30 ღონისძიების ადგილის დასუფთავება (SDG 12)
ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები ღონისძიების ჩატარების ადგილს დაასუფთავებენ -მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე სტადიონი

სიახლეები