სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/აიპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრის ორგანიზებით(ხელმძღვანელი მარინე სვანიძე) ღონისძიება „რამდენი ბავშვი შეჰხარის ამ დღეს, რა ახალია ეს დედამიწა!“ -განხორციელდა

მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელია იზა ხეცურიანი.
საღამო გახსნა და აუდიტორიას მიესალმა ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის სცენარისტი მარინე სვანიძე.
პატარებმა თავიანთი შემოქმედება-მუსიკის, ხატვის, დეკლამაციის ნიჭი, ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს და მაყურებელთა ოვაციებიც დაიმსახურეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 36 ბავშვი.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მშობელი, ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის პედაგოგი ასმათ ჟორჟოლიანი, ცაგერის ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელი ბელა საღინაძე , დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი.
ბავშვები მოწვეულმა ანიმატორებმა გაახალისეს.
ღონისძიების დასასრულს მონაწილე ბავშვებს წინასაახალწლო საჩუქრები და ტკბილეული დაურიგდათ მუნიციპალიტეტის მხრდაჭერით.
მსგავსი პროექტი მომავალი წლისთვისაც არის დაგეგმილი.

სიახლეები