სიახლეები

ცაგერში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ცაგერში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
,,მრავალჟამიერის" ფონზე, რომელსაც კულტურის ცენტრთან არსებული მამაკაცთა გუნდი ასრულებდა, საზეიმოდ აინთო ცაგერის მთავარი ნაძვის ხე.
ახალგაზრდებს, ბავშვებს ,დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
განახლებული ილუმინაციებით მოირთო ქალაქის ცენტრალური ქუჩა, ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, სკვერები.
ილუმინაციების ნაწილი ქალაქს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გადაეცა.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

სიახლეები