სიახლეები

ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.

ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.(დირექტორი ციური ახვლედიანი).
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული წრეების მოსწავლეები.
ბავშვები მაყურებლის წინაშე წარდგნენ მუსიკალური, მხატვრული, იუმორისტული ნომრებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს ცაგერის მუნიციპალიტეტისგან და სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრისგან ტკბილეული გადაეცათ.

სიახლეები