სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" პროექტი ,,განავითარე შენი რეგიონი

დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" პროექტის ,,განავითარე შენი რეგიონი" ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა, სადაც მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ცაგერის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. 
ჟიურის (ანზორ მეგრელიშვილი - ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელი, მარიკა კოპალიანი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი - მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი) მიერ, ასევე ღონისძიების დამსწრე საზოგადოების ჩართულობით, გამოვლინდა ორი გამარჯვებული: ნინი ხეცურიანი - ცაგერის საჯარო სკოლა, სალომე ომანაძე - ბარდნალის საჯარო სკოლა, რომლებიც ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით იმოგზაურებენ თურქეთში.
 მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარიამ ჭაბუკიანს, ელენ მუშკუდიანს და ნუცა ქარსელაძეს საინტერესო მოხსენებებისათვის.

სიახლეები