სიახლეები

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მუზეუმის დირექტორის, ნატო ზაქარიაძის, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლების და მუზეუმის თითოეული თანამშრომლის ჩართულობით ჩატარდა.
მუზეუმის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ და საჩუქრები გადაეცათ მუზეუმის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს: ნუგზარ კოპალიანს, მაგული ღურჭუმალიძეს, მალვინა მინდაძეს და ქეთინო ბერიძეს.
საჩუქრები პირადად გადასცეს მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები