სიახლეები

ცაგერის N1, N 2 და ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

ცაგერის N1, N 2 და ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
საზეიმო დეკორაციებით მორთულ ულამაზეს დარბაზებში პატარებმა სასიამოვნო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები წარმოადგინეს.
სამივე ღონისძიების დასასრულს, ახალი წელი მიულოცეს პატარებს და დამსწრე საზოგადოებას N 1 საბავშვო ბაღის გამგემ ცარო გუგავამ, N 2 საბავშვო ბაღის გამგემ ლელა კვირიკაშვილმა და ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღის გამგემ მადონა ლეთოდიანმა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი
ცაგერის მუნიციპალიტეტისგან და სკოლამდელი დაწესებულებათა მართვის ცენტრისგან პატარებს საახალწლო ტკბილეული დაურიგდათ.

სიახლეები