სიახლეები

ძვირფასო ლეჩხუმელებო!

ძვირფასო ლეჩხუმელებო!
კიდევ ერთი წელიწადი უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
გასული წელი მნიშვნელოვანი იყო ლეჩხუმისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით-მოეწყო ახალი გზები, გამშვენიერდა ქალაქი ცაგერი, აშენდა და განახლდა სასწავლო დაწესებულებები.
წარმატებული იყო გასული წელი პედაგოგებითვის, სტუდენტებისთვის, ლეჩხუმელი აბიტურიენტებისთვის.ჩვენ გვყავს საამაყო ახალგაზრდები და მომავალი თაობა.
სწორედ ჩვენი შვილების,ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის გვახარებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რასაც ასე ველოდით და რაც 2023 წლის მონაპოვარია.
ჩვენი მუშაობა ვერ იქნება სრულყოფილი მანამ, სანამ ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ აწუხებთ, ბოლომდე არ იქნება მოგვარებული. დიდი იმედით ვუყურებთ 2024 წელს.
ტრაგედიით გამოწვეული ტკივილიც განიცადა ჩვენმა სამშობლომ 2023 წელს, ვისურვებდი, მსგავსი დარდი აღარსდროს განგვეცადოს, უფალმა გააძლიერო ყველა განსაცდელში მყოფი ადამიანი.
ვისურვებდი, ბევრი ჩამქრალი კერა გაღვივდეს და განათდეს მომავალში, ბევრი ბავშვის ჟრიამული აცოცხლებდეს არემარეს. ყველგან ჯანმრთელობამ, სიხარულმა და ბედნიერებამ დაისადგუროს.
მინდა მივულოცო ჩვენს მედიკოსებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, პედაგოგებს, ყველას, ვისაც უყვარს ლეჩხუმი და ლეჩხუმელები.
წინ შობაა, ძალიან თბილი საუფლო დღესასწაული.ბევრი ადამიანის მსგავსად, მეც ვთვლი,რომ შობა ოცნებებს ახდენს,კეთილ სურვილებს ასრულებს.
ბედნიერი წელიწადი შემოსულიყოს ლეჩხუმში, სრულიად საქართველოში, თითოეული თქვენთაგანს ოჯახში.

სიახლეები