სიახლეები
ახალი წლის ღამეს, ყველა დაწესებულებაში, საგანგებო რეჟიმში მომუშავე ადამიანებს ახალი წლის დადგომა მიულოცეს
	ახალი წლის ღამეს, ყველა დაწესებულებაში, საგანგებო რეჟიმში მომუშავე ადამიანებს ახალი წლის დადგომა მიულოცეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილემ-გიორგი გუგავამ.
	ხელმძღვანელი პირები,მათ შორის, იმყოფებოდნენ ლაჯანურჰესში, საავადმყოფოში, პოლიციაში, სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო დაწესებულებებში.
	ამ დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს სადღესასწაულო დღეებშიც უხდებათ სამუშაო რეჟიმში ყოფნა, ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან.
	მშვიდობიან და ბედნიერ წელიწადს გისურვებთ!
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      