სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მუნიციპალიტეტში მშენებარე და დასრუებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მონახელებას განაგრძობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტები,მათ შორის:
ზოგიში-ცაგერას გზა,სადაც მოეწყო გაბიონები და რთულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი დაიგო,მიმდინარეობს დახრეშვის სამუშაოები.პროექტის ღირებულებაა 33506,28 ლარი,სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზამშენი-21";
ლაჯანის სანიაღვრე ბეტონის არხი,რომლის მოწყობის სამუშაოების ღირებულებაა 42777 ლარი,სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,გზასერვისი-XXI";
სპორტული ფიტნეს-ტრენაჟორები სოფლებში-ალპანაში,ტვიშსა და ლაჯანაში.ტრენაჟორები ეწყობა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში,საერთო ღირებულებაა 138527 ლარი,შემსრულებელი გახლავთ შ.პ.ს ,,ჯითი კაპიტალი".

სიახლეები