სიახლეები

დღეს ცაგერი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება

დღეს ცაგერი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საათიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიება, ამ დროისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.
საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა.
ღონისძიება გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: ნუკრი კაპანაძე, ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე,აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ანსამბლი “ქართული ხმები”.
საკონცერტო პროგრამა წარმოდგენილი იქნება პიანისტ ნინო გულიაშვილისა და "ლაიქ ბენდის" თანხლებით.წამყვანები: დუტა სხირტლაძე და კახა მიქიაშვილი.

სიახლეები