სიახლეები

ლეჩხუმში,შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ,,ალილოს" სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობს

ლეჩხუმში,შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ,,ალილოს" სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობას მამა გიორგი(მდივანი) უძღვება.
ადგილობრივ მრევლთან ერთად ,,ალილოს" რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი შეუერთდნენ საშობაო საჩუქრებით.
შეგროვილი შემოწირულობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს გაუნაწილდებათ.

სიახლეები