სიახლეები

დღეს ცაგერში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება

დღეს ცაგერში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ზღაპრის გმირების მსვლელობა. მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს წარმატებული ახალგაზრდები: თაკო კოპალიანი-2023 წლის ეროვნული გამოცდების 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი; თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი; ანი ტვილიდიანი მედია პროექტ ,,ეტალონის" საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო შედეგისათვის; მიშიკო ასათიანი -მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობა-ალპაგუტსა და გრეპლინგში ცაგერის სპორტული სკოლის აღზრდილი 2023წლის მუნიციპალიტეტის საუკეთესო სპორტსმენი.
ღონისძიება გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: ნუკრი კაპანაძე, ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე,აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ანსამბლი “ქართული ხმები”.
საკონცერტო პროგრამა წარმოდგენილი იქნება პიანისტ ნინო გულიაშვილისა და "ლაიქ ბენდის" თანხლებით.წამყვანები: დუტა სხირტლაძე და კახა მიქიაშვილი.

სიახლეები