სიახლეები
სოფელ ქულბაქში 10 იანვარს ვაჟა კოპალიანის საცხოვრებელი სახლი დაიწვა
	სოფელ ქულბაქში 10 იანვარს ვაჟა კოპალიანის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
	ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, დავით ჩაკვეტაძესთან ერთად, ვაჟა კოპალიანის ექვს სულიან ოჯახს მერიის მიერ შეძენილი პროდუქტი, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
	უსახლკაროდ დარჩენილი ექვსსულიანი ოჯახი, მათ შორის არასრულწლოვანი, ამჟამად მეზობლის სახლში ცხოვრობენ.
	მუნიციპალიტეტი მზადაა ოჯახს აუნაზღაუროს საცხოვრებელი ბინის ქირა, ასევე, კანონის ფარგლებში დაეხმაროს შესაბამისი თანხით.
    
                                       
                

 
                           
                        
                       
                        
                      