სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის და მაჟორიტარი დეპუტატის- გოჩა ენუქიძის ხელმძღვანელობით ცაგერში გაფართოებული სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამსახურის უფროსები და ა-აიპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასული წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ სულ მალე ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდება და ეს იქნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მეორე დიალიზის კაბინეტი, სადაც პაციენტები აუცილებელ სამედიცინო სერვისს, ადგილზე, მიიღებენ. ახალი კაბინეტი კი ძირითადად ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებსა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებზე იქნება გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ახალ 2024 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნად გაეზარდა ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად დაფინანსდება პრიორიტეტული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024“- ზე გამახვილდა, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 1-ლი თებერვლიდან დაიწყება.
თათბირის მიმდინარეობისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს.
თათბირის დასასრულს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლად აშენებული წიფერჩის საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ სასწავლო სააღმზრდელო პროცესს. ბავშვებს, მშობლებს და პედაგოგებს განახლებულ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.
მსგავსი სახის შეხვედრები რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში კვლავ გაგრძელდება.