სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა ხიმშიაშვილმა, მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა ხიმშიაშვილმა, მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები,
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე ის პროგრამები, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მიმდინარე წლისთვის.
განიხილეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" განხორციელებული პროექტები.მიმდინარე წელს, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები ლეჩხუმის სოფლებში პირველ თებერვალს დაიწყება.
მერის წარმომადგენლებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ხელმძღვანელებმა კონკრეტული დავალებები გასცეს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები