სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სურმუშში გააქტიურდა მეწყრული პროცესები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სურმუშში გააქტიურდა მეწყრული პროცესები რის შედეგადაც საავტომობილო გზა, რომლითაც ზედა და ქვედა სურმუში ერთმანეთს უკავშირდებოდა დაზიანდა.
სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე შექმნილ მდგომარეობას ადგილზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზალკალიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან, სხვა ხელმძღვანელ პირებთან და გეოლოგთა ჯგუფთან ერთად გაეცნო, აგრევე შეხვდა სოფლის მოსახლეობას და მოისმინა მათი საჭიროებები.
გეოლოგების ჯგუფი, ადგილზე შეისწავლიან მეწყრულ პროცესს და დადებენ შესაბამის დასკვნას.
უახლოეს პერიოდში კი დაიწყება დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ავტომანქანების მოძრაობა ზედა სურმუშის მიმართულებით.

სიახლეები