სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ზედა და ქვედა სურმუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა აღდგენილია

ცაგერის მუნიციპალიტეტის ზედა და ქვედა სურმუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა აღდგენილია.
რამდენიმე დღის წინ, მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად, საავტომობილო გზა, რომლითაც ზედა და ქვედა სურმუში ერთმანეთს უკავშირდებოდა, დაზიანდა.
მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა გეოლოგების ჯგუფი, რომელთა რეკომენდაციის მიხედვით დაიწყო დროებითი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა დაათვალიერეს სოფელ სურმუშში ჩატარებული სამუშაოები.
გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთათვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა

სიახლეები