სიახლეები

ლეჩხუმმა ნელ-ნელა დაიწყო ტურისტულ მოთხოვნილებებზე ფეხის აწყობა

სოფელ აღვის ტერიტორიაზე,უმშვენიერეს ბუნებაში უკვე ფუნქციონირებს ახალი კემპინგი- აღვი.ლეჩხუმმა ნელ-ნელა დაიწყო ტურისტულ მოთხოვნილებებზე ფეხის აწყობა,ეს სიახლეც ერთგვარი დადასტურებაა ამის.
კემპინგ-მომსახურება ითვალისწინებს ქართველი და უცხოელი ტურისტების კარვებში დასვენებით უზრუნველყოფას.ვიზიტორებს,რომელთაც ექნებათ სურვილი ღამე საველე პირობებში გაათიონ,სთავაზობენ იდეალურ სერვისს.
კემპინგ აღვს ერთდროულად 50 ვიზიტორის მიღება და გამასპინძლება შეუძლია.საკუთარი კარვებით მოსულებს სთავაზობენ უსაფრთხო გარემოს,საშხაპეს,მოწესრიგებულ სველ წერტილებს,აგრეთვე დილის საუზმეს.მოთხოვნის შემთხვევაში გაუმზადებენ სადილს-ნებისმიერ კერძს ქართული(არამარტო ქართული) სამზარეულოდან,სთავაზობენ ყავას,ჩაის,გამაგრილებელ სასმელებს...რაც მთავარია,ეკოლოგიურად სუფთა საკვებს.მზადყოფნაში აქვთ თავიანთი კარვები,საჭიროების შემთხვევაში.

უახლოეს დღეებში დაამონტაჟებენ მზის სადგურს და მზის წყლის გამაცხელებელს/მზის სადგურის ტექნიკა შეძენილია ,,აწარმოე საქართველოში" დაფინანსებით/.
კემპინგ აღვის მესაკუთრე გახლავთ სოფელ აღვის მაცხოვრებელი ქალბატონი მზია ჩიქოვანი
წარმატებას ვუსურვებთ მას ამ სასიკეთო წამოწყებაში!

სიახლეები