სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტექნიკა მუშაობს რამდენიმე სოფლის მიმართულებით.გზის წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად მოიცავს ყველა სასოფლო გზას
თოვლმა დააზიანა მთავარი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. მობილიზებულია ენერგოპროჯორჯიას დამხმარე ჯგუფები.
ამ ეტაპზე ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქ ცაგერში,სოფელ ტვიშში, ქორენიშში, ორხვსა და ლახეფაში.
უხვმა ნალექმა ცაგერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე გაააქტიურა მეწყრული პროცესები და დამატებით შექმნა გადაადგილების პრობლემა, აღნიშნულ ლოკაციებზე მუშაობს ტექნიკა, ასევე, დაზიანდა მრავალწლიანი მცენარეები, რომლებიც გზებზე ჩაიხერგა.
წყალტუბო-ცაგერის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა,სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო, ამ ეტაპზე გამავალია.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, შეიზღუდა საავტომობილო გადაადგილება,
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის.
სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.