სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, 1 თებერვლიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პროექტების განხორციელება:
ორბელი - სვანიძეების უბანში გარე განათების მოწყობა.
ორბელი - ღია სანიაღვრე არხების მოწყობა
გაგულეჩი - არსებული ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
გაგულეჩი - შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები.
კურცობი - შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები.
ლაჯანა - სოფელ ლაჯანაში სასაფლაოების შემოღობვა.
ლაჯანა - გარე განათების მოწყობა.
წილამიერი - შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.