სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს სოფელ ჩქუმში, ქულბაქსა და აღვში სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა.
თოვლწმენდასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.
ენერგოპროჯორჯიას ჯგუფები მუშაობენ დაზიანებულ ლოკაციებზე.
ამჟამად ელექტროენერგია ქალაქ ცაგერს და 40 სოფელს მიეწოდება.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს

სიახლეები