სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელი ონისე ჩაკვეტაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პროექტების განხორციელება:
ლაცორია - შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები.
ლეშკედა - გაღმა ლეშკედაში გზის დახრეშვა შავი ხრეშით.
სპათაგორი - გზისპირა მოსაცდელის მოწყობა.
ჩხუტელი - ჩხუტელი-ლასხანის შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარის მოწყობა.
დოღურაში -ორ უბანში გარე განათების მოწყობა.
ლასხანა - შიდა სასოფლო გზების სარემონტო სამუშაოებების ჩატარება.
ზედა აღვი- სასაფლაოზე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა.
კენაში- სოფლის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ქვედა აღვი-სპორტული დანიშნულების ობიექტის სარემონტო სამუშაოები.
შუა აღვი- შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ჩქუმი - სოფლის შესასვლელში მდ.ჯონოულის სანაპიროზე დამცავი ზღუდარის მოწყობა.
ქულბაქი - არსებული წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.

სიახლეები