სიახლეები

ცაგერის მერი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებელი ფირმების წარმომადგენლებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ,,ინშაათ საქართველოს'', ,,კმპ"-ს და ,,ჯ და ჯ"-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.აღნიშნული ფირმები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებენ ცაგერის მუნიციპალიტეტში.
სამუშაოთა მწარმოებლებთან განხილულ იქნა პროექტების მიმდინარეობის დეტალები.მიეცათ გარკვეული მითითებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

სიახლეები