სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, საკრებულოს დეპუტატი მაგდა ყურაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პროექტების განხორციელება:
ქვ.ცაგერი- 1. ლაზარიანების უბანში სოფლის წყროს კეთილმოწყობა.
2. სასმელი წყლის მაგისტრალის სარემონტო სამუშაოები.
ჭალისთავი - დასასვენებელი სკვერის მოწყობა
ზუბი- გაღმა უბანი გარე განათების მოწყობა
ისუნდერი - მდინარე ,,რაჩხას" კალაპოტის გაწმენდა და შიდა სასოფლო გზის რემონტი.
მახურა -საავტომობილო გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა.
ქვ.ლუხვანო- სასაფლაომდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.
ზარაგულა -შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, ამავე გზაზე ზღუდარების მოწყობა.
ზედა ლუხვანო- შიდა სასოფლო გზის მოხრეშვა.
ზედა საირმე - გარე განათების მოწყობა.
ქვედა საირმე- ღია საცურაო აუზის მოწყობა.
ლასურიაში - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის(ჩიხი) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დეხვირი- შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
ლესინდი - შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
მახაში - 1.სოფ.მახაშში , ჩიხში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2.კითხიჯისა და ჯერის უბნის გზის რეაბილიტაცია.
ოყურეში- გორის უბანში გზის რეაბილიტაცია.
ოფიტარა- გარე განათების მოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.

სიახლეები