სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრმა ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებულ მიუზიკლების თეატრს უმასპინძლა.

ცაგერის კულტურის ცენტრმა ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებულ მიუზიკლების თეატრს უმასპინძლა.
მიუზიკლების თეატრის დასმა ცაგერში სპექტაკლი ,,სხვისი ორმოს მთხრელმა, თავისი მოთხარაო" წარმოადგინა.
სპექტაკლის რეჟისორი, სცენარის ავტორი, ქორეოგრაფი გახლავთ დარეჯან საღინაძე, მონაწილეები კი ამბროლაურელი ახალგაზრდები.
სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
მაყურებლებს შორის გახლდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და ქალაქ ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზაზა ყურაშვილი.
ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორმა თამაზ დაუშვილმა სამახსოვრო სიგელი გადასცა ცაგერის კულტურის ცენტრის დირექტორს,
რეჟისორს-დარეჯან საღინაძეს.
წარმატებას ვუსურვებთ ამბროლაურის მიუზიკლების თეატრს, თეატრის ახალგაზრდა დასს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს!

სიახლეები