სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პროექტების განხორციელება:
ლაილაში - 1. გარე განათების მოწყობა;
2. ჩუმაშის უბნის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
სურმუში - გარე განათების მოწყობა.
თაბორი - სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია.
ღუ - შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
უსახელო- 1.ჭაბურღილის მოწყობა ქვედა უსახელოში.
2. სპორტული ინფრასტრუქტურის შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ხოჯი - შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ალპანა- შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
ცაგერა- რეკრეაციული სივრცის შემოღობვა.
აჭარა -შიდა სასოფლო გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა.
ზოგიში - გარე განათების მოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

სიახლეები