სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: გიორგი გუგავა, მარიკა კოპალიანი, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში 2024 წლის განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დაასრულეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პროექტების განხორციელება:
ზედა ღვირიში - 1.პოლიეთილენის მილების შესყიდვა სასმელი წყლისათვის;
2.შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ქვედა ღვირიში - გარე განათების მოწყობა.
უცხერი - გარე განათების მოწყობა.
ნასპერი-1.საზოგადოებრივი სველი წერტილის მოწყობა.
2. გარე განათების მოწყობა.
სანორჩი- ღია საცურაო აუზის მოწყობა.
გვესო - თამაზ ბერიძის უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა
ნაკურალეში - სასმელი წყლების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ცხუკუშერი -შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა.
ტვიში - შიდა სასოფლო გზების დახრეშვა.
ქორენიში - სპორტული ინფრასტრუქტურის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
ორხვი - გარე განათების მოწყობა
ლახეფა - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მოქალაქეების ჩართულობით სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას.

სიახლეები