სიახლეები

ქალაქ ცაგერში ჩიხების ასფალტირების სამუშაოები დასრულების პროცესშია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტის პირველ მოადგილე გიორგი მახათაძესთან ერთად დაათვალიერა ახლადდასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები ქალაქ ცაგერში.
დასრულების პროცესშია რუსთაველის ქუჩის ჩიხების და აღმაშენებლის ქუჩის ჩიხების ასფალტირების სამუშაოები.პროექტის ერთიანი სახელშეკრულებო ღირებულებაა 315790 ლარი.სამუშაოების შემსრულებელია შ.პ.ს ,,კრისტალი".
ადგილზე იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის,შ.პ.ს ,,ექსპერტიზა,მშენებლობა,დიზაინის" წარმომადგენლები და სამუშაოთა მწამოებლები.
დეტალურად განიხილეს ჩატარებული სამუშაოების ხარისხი,რაზეც გაკეთდა მთავარი ორიენტირება.

სიახლეები