სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
მიმდინარე წლის 28 თებერვალს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.


