სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი და მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი სოფელ ზუბის მოსახლეობას შეხვდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი და მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი სოფელ ზუბის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენელი ზუბის ადმინისტრაციულ ერთეულში შიო ომანაძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ისაუბრა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით'' შერჩეულ პრიორიტეტებზე, თემში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, სოფელში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოსახლეობასთან კვლავ გააგრძელებენ.

სიახლეები