სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე ინფორმაცია წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემური რეგისტრაციის მენეჯერმა. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი ცაგერის მუნიციპალიტეტში უკვე განახლდა.ამჯერად, მიწის აზომვითი საველე სამუშაოები მიმდინარეობს ტვიშის თემში.
თათბირზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ის პროგრამები, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მიმდინარე წლისთვის, აგრეთვე, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული განსახორციელებელი პროექტები, გაეცნენ სოფლებში არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გასცეს კონკრეტული დავალებები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

სიახლეები