სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლებს შეხვდა, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს ტექნიკურ ზედამხედველობას გაუწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ, აგრეთვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა დაწვრილებითი ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ცაგერის მერიაში ხშირად იმართება, ისევე, როგორც სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესის დათვალიერება ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

სიახლეები