სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში აქტიურად მიმდინარეობს უფასო სასადილოს სარემონტო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში აქტიურად მიმდინარეობს უფასო სასადილოს სარემონტო სამუშაოები.
შენობაში ეწყობა სამზარეულო, სველი წერტილები, განახლებული სასადილო დარბაზი.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მოადგილეებმა-მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 21 999 ლარი.სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში უნდა დასრულდეს.
ლაჯანის სასადილო 34 სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს ემსახურება უფასო კვებით.

სიახლეები