სიახლეები

ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი ,,მინდა ვიცოდე კონსტიტუცია"

6 ივნისს ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი ,,მინდა ვიცოდე კონსტიტუცია",რომლის მიზანიც იყო მოზარდებში მოქალაქეობრივი ცნობიერების გაღვივება,კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობების გააზრება.
პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ცაგერის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნემსწვერიძე.პროექტში მონაწილეობდნენ ცაგერის საჯარო სკოლის-სამი,ოყურეშის-ერთი და ლაჯანის-2 გუნდი.
კონკურსმა სამ ეტაპად ჩაიარა,მონაწილეებს აფასებდა ჟიური,რომლის თავმჯდომარე იყო ცაგერის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე.
პირველი ადგილი დაიკავა ცაგერის სკოლის გუნდმა,,UN დელექტ",მეორე ადგილზე გავიდა ლაჯანის გუნდი ,,ფენიქსი",ხოლო მესამე ადგილისათვის თანაბარი ქულები დააგროვეს ოყურეშის გუნდმა ,,VERITOS" და ლაჯანის გუნდმა ,,მნემოსინემ".აღსანიშნავია,რომ ყველა მონაწილემ გამოავლინა კონსტიტუციით დაინტერესება,ცოდნა,სად და როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები.
მონაწილეები დაჯილდოვდებიან ექსკურსიით საქართველოს პარლამენტში.
პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას და ცაგერის საჯარო სკოლის დირექციას მხარდაჭერისათვის.

სიახლეები