სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის და სველი წერტილების შენობაში განთავსების პირველი ეტაპის სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის და სველი წერტილების შენობაში განთავსების პირველი ეტაპის სამუშაოები.
შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილეები- მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 97 705 ლარია.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის აპრილში უნდა დასრულდეს.
პროექტის დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესი თანამედროვე ტიპის, კომფორტულ სასწავლო სივრცეში განახლდება.

სიახლეები