სიახლეები

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე სარეაბილიტაციობი სამუშაოები მიდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად დაზიანებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე სარეაბილიტაციობი სამუშაოები მიდინარეობს.
სამუშაოები ხორციელდება გეოლოგთა ჯგუფის რეკომენდაციის შესაბამისად. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. აგრეთვე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს ტერასების მოწყობა, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა.
ამ დროისთვის ტვიშის თემი სარგებლობს ალტერნატიული/შემოვლითი გზით.
ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა დროულად იქნეს აღდგენილი ტრანსპორტის მოძრაობა.

სიახლეები