სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,დედა ყველაფერია."

ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,დედა ყველაფერია." ღონისძიება გახსნა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი დედების ერთი ჯგუფი, ადამიანები, რომლებიც გმირულ მოღვაწეობას ეწევიან ჩვენი ქვეყნისათვის საიმედო და ღირსეული თაობის აღზრდის საქმეში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენენ მრავალშვილიანი დედების შვილები. ლამაზი ლექსი და სიმღერა, თბილი სიტყვები, რომლებიც ბავშვებმა, მრავალშვილიანმა დედებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, კულტურული და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიუძღვნეს დედას, ლამაზი და შთამბეჭდავი გახლდათ.
ღონისძიების ბოლოს მთავარი ბიბლიოთეკის მიერ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ მრავალშვილიან დედებს.
ღონიძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, განათლების, კულტურის ,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები