სიახლეები

სოფელ ჩხუტელში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

სოფელ ჩხუტელში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კლდისძირის უბანში, ე.წ. ,,ლომის წყლიდან" ფოჩხიძეების უბნის მიმართულებით მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი, ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 377 173 ლარი.
სამუშოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სიახლეები