სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირთა მიღება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით დეტალურად განიხილეს არსებული პროექტები, პრობლემური საკითხები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე - იმსჯელეს საჭიროებებზე, როგორიცაა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი წყალმომარაგება თუ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ხაზი გაესვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებას.
სახელმწიფო რწმუნებულმა დაავალა და მერებს მოუწოდა, მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, რათა მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხრიდან წამოსული პრობლემების დროული და ეფექტური გადაჭრა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ბერდია ჩანქსელიანი, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი, მოადგილესთან-ზურაბ ლომინაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი -ზურაბ ცაგურიშვილი, მოადგილესთან- ილია კენჭაძესთან ერთად ესწრებოდა.

სიახლეები