სიახლეები

ქალთა დღე მიულოცეს ლეჩხუმელ ღვაწლმოსილ ქალბატონებს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა კოპალიანმა, ქალაქ ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, ზაზა ყურაშვილმა, ქალთა დღე მიულოცეს ლეჩხუმელ ღვაწლმოსილ ქალბატონებს.
სიმბოლური საჩუქრები და სამახსოვრო სიგელები გადასცეს ფარმაცევტ ქალბატონებს ნათელა ყურაშვილს და ცისმარი ჩაკვეტაძეს, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდნენ ლეჩხუმს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში დღესაც.
ამ სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენელი გახლავთ ქალბატონი გულიკო გოლეთიანი, რომელიც,ასევე, დიდ პატივისცემას იმსახურებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ულოცავს ქალთა დღეს, გაზაფხულის დღესასწაულებს თითოეულ ქალბატონს და დიდ ბედნიერებას უსურვებს მათ!

სიახლეები