სიახლეები

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, გადაადგილება თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, გადაადგილება თავისუფალია
გეოლოგთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, მეწყრულ მონაკვეთზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოეწყო ტერასები, ჯამურად 10 ტერასა ქვის ჩანართებით, რაც უზრუნველყოფს ფერდის სიმყარეს. ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.
განხორციელებულ სამუშაოებს, დღეს დილიდან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან- ალუდა თუთისანთან ერთად -გაეცნო.

სიახლეები