სიახლეები

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, გადაადგილება თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, გადაადგილება თავისუფალია
აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები გეოლოგთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად განხორციელდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოეწყო ტერასები, ჯამურად 10 ტერასა ქვის ჩანართებით, რაც უზრუნველყოფს ფერდის სიმყარეს. ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.
განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა.

სიახლეები