სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდნენ ავსტრიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებს

6 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვდნენ ავსტრიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებს.
ძირითადი საკითხები გახლდათ სამთო ტურიზმის და ბიო-სოფლის მეურნეობის განვითარება,რითაც განსაკუთრებით დაინტერესებულია აღნიშნული ფონდი.
შემოდგომაზე ლეჩხუმში იგეგმება პურის მასშტაბური ფესტივალის ჩატარება, წინასწარ განიხილეს ფესტივალის დეტალები.
განხილვებში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი.

სიახლეები