სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე ინფორმაცია წარმოადგინეს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელებმა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ის პროგრამები, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მიმდინარე წლისთვის, გაეცნენ სოფლებში არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გასცეს სხვადასხვა დავალებები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

სიახლეები