სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2024 წლის 20 მარტს საკრებულოს  ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობის (ს.კ. 89.03.22.181) მეორე სართულზე არსებული 100 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით-სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირისთვის ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის“(ს/ნ 242574576) გადაცემის შესახებ.


სიახლეები