სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი ორგანიზაცია ,,მწვანე რეგიონების'' ხელმძღვანელს რუსუდან სიმონიძეს შეხვდნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი ორგანიზაცია ,,მწვანე რეგიონების'' ხელმძღვანელს რუსუდან სიმონიძეს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი და გიორგი გუგავა.
აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობით ხორციელდება პროექტი ,,ენერგოეფექტურობა ცაგერსა და ლენტეხში საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფონზე”.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა მერიებსა და საკრებულოებში დასაქმული პირების ცნობიერების დონის ამაღლების ამ მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი სემინარის ჩატარება სამიზნე ჯგუფებთან - არასამთავრობო ორგანიზაციის, სათემო ორგანიზაციის კომერციული სტრუქტურის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან, სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების მოწყობა ცაგერისა და ლენტეხის მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლებთან.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და ორგანიზაციის თავმჯდომარე მომავალ თანამშრომლობზე შეთანხმდნენ.


