სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ცაგერის სასპორტო სკოლაში ჩატარდა მუნიციპალური ტურნირი ნარდში
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ცაგერის სასპორტო სკოლაში ჩატარდა მუნიციპალური ტურნირი ნარდში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თოთხმეტმა მონარდემ. მათ შორის იყვნენ ქალაქ ცაგერის და მუნიციპალიტეტის სოფლების დაწესებულებათა წარმომადგენლები.
ასპარეზობაში პირველი ადგილი დაიკავა კობა ქომეთიანმა ( სპორტული სკოლა).
მეორე ადგილი-რაჟდენ ბენიძემ (სოფელი ქვედა ცაგერი)
მესამე ადგილი მამუკა საღინაძემ (სოფელი ლუხვანო)
ღონისძიებას ესწრებოდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.


