სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერის მოადგილესთან-რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, მერის მოადგილესთან-რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. განიხილეს ინფრასტრუქტურული, სოციალური პროგრამები, ადმინისტრაციული საკითხები.
სამსახურების უფროსებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, დასახეს უახლოესი დღეების სამუშაო გეგმა.


