სიახლეები

სოფელ სპათაგორის ხიდთან, მდინარე ლაჯანურზე, მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის დაღრმავების სამუშაოები

სოფელ სპათაგორის ხიდთან, მდინარე ლაჯანურზე, მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის დაღრმავების სამუშაოები.
მდინარის ადიდების შემთხვევაში იტბორებოდა არსებული ხიდი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საშიშროება ექმნებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე-რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 46 308 ლარი.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში უნდა დასრულდეს.

სიახლეები